შპს „ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის“ დირექტორის, გრიგოლ მაისურაძის, მოადგილის თანამდებობაზე 2026 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა ანდრო ასლანიშვილი.
ანდრო ასლანიშვილი დაგროვილი პროფესიული გამოცდილებით შეუერთდა ლაბორატორიის ხელმძღვანელ გუნდს. დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მისი საქმიანობა მიმართული იქნება ლაბორატორიის ეფექტიანი ფუნქციონირების, პროფესიული სტანდარტების განვითარებისა და ორგანიზაციის საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ.
განათლება
სასწავლებლის დასახელება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ფაკულტეტი / სპეციალობა: ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი / ხარისხის ინჟინერი.
ხარისხი: ბაკალავრი. წლები: 1994-1998 წწ.
სასწავლებლის დასახელება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ფაკულტეტი / სპეციალობა: ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი / ხარისხის მენეჯმენტი.
ხარისხი: მაგისტრი. წლები: 2000-2003 წწ.
სასწავლებლის დასახელება: თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ფაკულტეტი / სპეციალობა: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი / იურისტი.
ხარისხი: ბაკალავრი. წლები: 2002-2005 წწ.
სასწავლებლის დასახელება: Université Nancy 2 (საფრანგეთი).
ფაკულტეტი / სპეციალობა: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი / საერთაშორისო სავაჭრო სამართალი.
ხარისხი: მაგისტრი/Master 2. წლები: 2006-2007 წწ.
სასწავლო კურსები
2010: Washington DC, United States Department of Commerce, Commercial Law Development Program.
2003-2004: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სპეც კურსები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.
სამუშაო გამოცდილება
01.02.2026-დან დღემდე: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წიაღის მდგრადი მართვის სფეროში - ექსპერტი.
06.2025 – 01.2026: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი.
2022 – 2025: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი.
2018 – 2022: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი.
04.2018 - 09.2018: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2015 - 2018: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, თავმჯდომარის მოადგილე.
2013 – 2015: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.
2012 – 2013: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, მრჩეველი.
2011 – 2012: სს სადაზღვევო კომპანია იმედი L ინტერნეიშენალ, იურისტი.
2008 – 2012: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი (სამტრესტი), იურისტ-კონსულტანტი საერთაშორისო დავების მიმართულებით.
05.2005 - 08.2006: სსიპ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის სამსახური - დიპლომატი, იურისტი.











